1
აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის მეუღლე, ტატო გეთია, ,,სქრინს” აქვეყნებს და მის ოჯახში ჩატარებულ ჩხრეკას და ორსული ცოლისა და მცირეწლოვანი შვილის დაწიოკებას ასე ეხმაურება:
,,ჩემი ცოლი არის 6 თვის ორსული, მე ჩემდასაუბედუროდ ლისაბონში საქმეზე და ჯერ კიდევ აეროპორტში ძლივს ნაშოვნ ფრენას ველოდები. გუშინ ღამე ამ კომუნიკაციით დავიშალეთ. გამთენიას მეგობრების ზარების წიოკით და შემზარავი ვიდეო კადრებით გავიღვიძე, სადაც ოთახის კუთხეში ლოგინზე აყუდებული ცდილობს თან სახლში შემოვარდნილ ზნეგამოცლილ პირუტყვ პოლიციელთა ბანდას გაუმკლავდეს და თან რამენაირად საბნის ქვეშ გაშეშებულ 7 წლის შვილზე იზრუნოს.
ხოდა აი ამის მომფიქრებელ, დამგეგმავ, შემსრულებლებიანა, თქვენი სულ ყველას ოჯახები მოვ@@ მე. ასევე აქ ირგვლივ კიდევ პირში წყალჩაგუბებულ კონფორმისტ ვითომ პატრიოტებს მინდა გითხრათ, ეს ქვეყანა კი გადარჩება მაგრამ ვინც ახლა ისევ სიმართლის და ხალხის მხარეს არ დგას, მათ ვეღარასოდეს გერქმევათ ქართველები, არც რუსთაველია თქვენი წინაპარი, არც 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი გეკუთვნით და საერთოდ არც არაფერი ეროვნული, ფიქციაა თქვენი ყოფა და ყველა სადღეგრძელო, რამდენიც არ უნდა აფრიალოთ პაპრაზდნიკამ ეგ დროშა და ხვიჩას გოლები.“