“აი, ეს გააკეთეს ნეოტროცკისტმა ნიკიტისტებმა გორბაჩოვ-ელცინის მეთაურობით” – ედიშერ გვენეტაძე

1 hour ago 1

ედიშერ გვენეტაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

აი ეს გააკეთეს ნეოტროცკისტმა ნიკიტისტებმა გორბაჩოვ-ელცინის მეთაურობით.
ეს არის რაიხსტაგზე დროშის ამტანისა და დამრჭობის მელიტონ ქანთარიას სახლის ახლანდელი მდგომარეობა ოჩამჩირეში(სურათი დადო შესანიშნავმა პიროვნებამ და ბრწყინვალე ჟურნალისტმა ქალბატონმა თამთა ქარჩავამ).
რა ეს არ იცის კრემლმა? მისი გაკეთებულია მსოფლიო გლობალისტებთან ერთად და რა თქმა უნდა შესანიშნავად იცის, მაგრამ კრემლში ამჟამადაც ნეოტროცკისტი ნიკიტისტები ზიან. ამიტომაც არ აღადგენენ იმ კაცის სახლს, რომლის სახელი და გვარი, სანამ იარსებებს კაცობრიობა, მანამ იქნება ისტორიის სახელმძღვანელოებში შეტანილი. ადვილი მოსალოდნელია გლობალისტმა ნიკიტისტებმა თქვან: რაიხსტაგზე დროშა აიტანეს ანგლოსაქსებმა და არა ქართველმა და რუსმაო. ისევე, როგორც შექმნეს სიყალბე 9 მაისის მიმართ და მის ტირაჟირებას აჯეთებინებენ აქაურ სასარგებლო იდიოტებს.

სრულად წაკითხვა