“აი, ეს ნაბ@ზვრობაც დაბუსტეს დღე” – დათო აბზიანიძე

1 hour ago 1

სამწუხაროა ამას რომ ვუყურებ, მაგრამ დღის ბოლომდე მაინც იქითკენ მოახერხა ოცნების პროპაგანდამ თემის გადაქაჩვა, რომ ახლა დგახართ პატიოსანი ხალხი, გიორგი კალატოზსა და ტატო ბაციკაძეს ამართლებთ იმ მიმართულებიდან, რომ იუმორი არ უნდა ცენზურდებოდეს.

მეგობრებო, ჯერ არ მინახავს ადამიანი, რომელიც ჩემს ან ვინმე სხვის ნათქვამ მსუბუქ შავ ხუმრობაზე გაბრაზებულა, მერე მისთვის ხუმრობის ახსნა გეცადა და მას შავ ხუმრობაზე ოდესმე გასცინებოდა. არ მუშაობს ეგ ეგრე, მაგ დისკუსიაში შესვლას საერთოდ აზრი არ აქვს. მითუმეტეს, როცა გენიოს კომიკოსსაც კი დიქტატორი კონტექსტის სრული აღრევით დაგიცენზურებს სიტყვებს.

თან ვისთან შედიხართ დისკუსიაში, შეიხედეთ კომენტარებში ვინც ილანძღება პროპაგანდისტული მედიების კედლებზე, ოცნების დაქირავებული პარტიული აქტივია 99%.

პროპაგანდის მიზანი სულ სხვა იყო დღეს. აშკარად კარგად მომზადებული სპეცოპერაცია იყო, დაგეგმილი, დამუშავებული, აქტორებიც წინასწარ ნაპოვნი, კადრებიც კვირებით ადრე მოძიებული, ღია აბაშიძის პირის ღრუც წინასწარ მომზადებული…

არავინ ამ იუთუბერების იუმორზე გაბრაზებული ან შეურაცხყოფილი „ონკოპაციენტის მშობელი“ სამყაროში არ არსებობს. ეს ხალხი პროპაგანდის მიერ ხელოვნურად წამოწეულია წინ. თუ ვინმე ლეგიტიმურად ნაწყენი მაგ ამბავზე შეიძლება თეორიულად არსებობდეს, ყველა მათგანს თავად „ოცნების“ პროპაგანდისტებმა აჩვენეს ეს კადრები და ძალით გააბრაზეს, დაურეკეს, იმანიპულირეს მათი გრძნობებითა და მათი შვილების ტრაგედიით.

ჩემი აზრით, გიორგი კალატოზსა და ტატო ბაციკაძეს ბოდიში საერთოდ არაფერზე უნდა მოეხადათ. ცილისწამებასა და რუსულ პროპაგანდაზე ერთადერთი სწორი პასუხია უკომპრომისო კონტრშეტევაზე გადასვლა. გასაგებია, რომ გიორგი და ტატო პატიოსანი ხალხია, მართლა შეიძლებოდა ენერვიულათ იმ ხალხზე, ვინც გულწრფელად შეიძლებოდა განაწყენებულიყო ხუმრობაზე, მაგრამ ისევ ვიმეორებ – მაგ ხალხთან „ოცნების“ ბინძურ პროპაგანდისტებს აქვთ ბოდიშები მოსახდელი და არა იუმორისტებს.

და ახლა მთავარი

ეს არ იყო ინდივიდუალურად კალატოზსა და ბაციკაძეზე შეტევა. აქ პროპაგანდას ჰქონდა სხვა უფრო ფართო მიზნები:

სოციალურ მედიაში ოცნების პროპაგანდა ჩასვრამდეა მისული, იუთუბერებს და სხვა პროტესტში მყოფ ინფლუენსერებს ბევრად დიდი გავლენა აქვთ, ვიდრე მათ ფეიჯებს. სოცქსელებში ქოცობა იმდენად ტეხავს, რომ თავისი ნებით, ხელფასის გარეშე, არავინ ქმნის კონტენტს ან თუნდაც დაკომენტარებისგან იწუხებს თავს.

ამიტომაც აუცილებლად თვლიან „ოცნების“ ტოპტვინები, რომ სრული დემორალიზება და დაშინება გამოიწვიონ ხელისუფლების მაკრიტიკებელ გავლენიან ინფლუენსერებში და ამავდროულად ყველა მათი არხის პოტენციური სპონსორი დააშინონ. ისედაც ყველა სპონსორს ეშინია ბოლო წლებია რამე პოდკასტში ან ონლაინ გადაცემაში ფულის მიტანა, მაგრამ ვინც ჯერ კიდევ ბედავს, მათაც ფილტრავენ ბოლომდე.

და ბოლოს

საერთო სურათში, დღევანდელი ბინძური პროპაგანდა ემსახურებოდა იმასაც, რომ რადგან მათი რეჟიმის მოძულე ხალხმა რამდენიმე კვირის წინ შეძლო და დიუშენით დაავადებულ ბავშვებს ჯერ მილიონობით ლარი აუგროვა, შემდეგ კი რეჟიმიც აიძულა უკან დაეხია წამლის შემოსატანად, აუცილებელი გახდა, ამ ხალხზე შური ეძიათ.

„აკაცუკებს დიუშენით დაავადებული ბავშვების ბედი მართლა კი არ ადარდებდათ, აგერ ლეიკემიან ბავშვებს დასცინიან მაგენი!“ — აი ეს ნაბ@ზვრობაც დაბუსტეს დღეს თავის აუდიტორიაში.

სრულად წაკითხვა