წაკითხვა: 13
სოსო მანჯავიძე წერს, რა შეიძლება მოხდეს საქართველოში, თუ მოვლენები “უკრაინული მაიდნის” სცენარით განვითარდება.
“ძალიან მოკლედ მინდა ვთქვა, რას გამოიწვევს მაიდანი საქართველოში. დაიწყება სამოქალაქო დაპირისპირება.
გაჩერდება ტურისტული, სარესტორნო, სამშენებლო, საწარმოო ბიზნესები და ზოგადად, ეკონომიკა ჩამოიშლება.
ლარი გაუფასურდება, საქართველო სასიცოცხლოდ აუცილებელი საკვები პროდუქტების იმპორტიორია, ეს პროდუქტები გაქრება ან კატასტროფულად გაძვირდება.
დაიწყება შიმშილი და ამასთან დაკავშირებული კრიმინალი, შეიქმნება შეიარაღებული დაჯგუფებები, რომელსაც აღარ და ვეღარ გააკონტროლებენ ძალოვანი უწყებები.
საქართველოს ტერიტორიის კონტროლისთვის დაიწყება ბრძოლა დაინტერესებულ მხარეებს შორის,
ქვეყანა მათი კონტროლის ზონებად დაიყოფა, ოღონდ ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი პროცესის შემდეგ. მაგალითები ბევრია-აგერ გვაქვს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, იდლიბი სირიაში, ლიბია, ერაყი ლიბანი, უკრაინა და კიდევ სხვა მრავალი აფრიკაში და აზიაში.
აი, მაშინ იძახეთ, იი, ბავშვებს უნდა დავუჯეროთ, ევროპას გვართმევენ და სხვა ასეთი სიბრძნეები,. ახალგაზრდას არ ესმის ეს საფრთხეები და ეს გასაგებია, არა აქვს გამოცდილება, მაღალია ჰორმონალური ფონი და სხვა.
ეს ძველგაზრდა აღქმოიდები მაოცებენ, მართალი იყო ცხონებული აინშტაინი, როდესაც ამბობდა, რომ ორი რამ არის უსაზღვრო-სამყარო და ადამიანის სისულელე, მაგრამ პირველში ეჭვი მეპარებაო. პროპაგანდა არ ქმნის იდიოტებს, ის თავიდანვე მათზე გათვლილი, რასაც ჩვენი უახლესი ისტორია ნათლად ადასტურებს.” წერს სოსო მანჯავიძე.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს