წაკითხვა: 177
ძალიან სამწუხაროა, რომ თავისი არსით უწყინარი, ქვეყნის მოპირკეთებაზე ორიენტირებული არჩევნები, უსამშობლო ფაშისტების მონაწილეობით კვლავაც საომარ, სისხლიან კალოდ გადაქცევის პერსპექტივად განიხილება.
გაფრთხილებთ! ისედაც ხალხს ყელში ამოუხვედით, ისედაც გამწარებული ძალოვნები თავს იბოჭავენ, რომ თავ-ყბა არ გაგიერთიანონ, ისედაც მაღალი აგრესიული ფონია, ღმერთი არ გაგიწყრეთ, თორემ ვერცერთი ვერ გადაურჩებით აბობოქრებულ ხალხს, რომელსაც არ აცდით მშვიდობიან ყოფას.”– წერს ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში და მიმართავს საპროტესტო აქციების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს.
“ახლა ჩემზე და იმ ზეწოლაზე, რასაც თქვენი მოკლე ჭკუით ახდენთ.
მე ცოტა სხვა ჩამოსხმის ვარ. ძალიან მართობს და მახალისებს თქვენი მგზნებარე შფოთვები და ვნებანი.
ნეტარყუჩობაა ამ უვიცობის ყოველდღიურ რეჟიმში ყურება
მე ნუ მეტოლებით, ხომ ხედავთ როგორ საცოდავდებით და კნინდებით. (ხო, მესმის ბევრ სიტყვას ვერ გაიგებთ, გუგლი მოიშველიეთ)
მოკლედ, აკაცუკთა დაჯგუფებავ! აირჩიეთ, როგორი 5 ოქტომბერი გაგითენდებათ, ან არ გაგითენდებათ.
დიდი ხანია მთხოვენ სასჯელაღსრულების სისტემაში დაბრუნებას და ჯერ თქვენ მანდ მოქუჩდით ბლომად და მერე იქნებ
” ნაჩალნიკადაც” მოგეხატოთ, გავერთობით, რაღა”- წერს ლალი მოროშკინა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს