1
72 წლის პედიატრი, აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს და ოჯახის წევრებს და მხარდამჭერებს მადლობას უხდის.
მის წერილს მისი შვილი, კონტსანტინე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
დიდი მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს ნინის, კონსტანტინეს, დავითს, ჩემს ძმას კონსტანტინეს, ბიძაჩემს (92 წლის არის) – ელგუჯა ყიფიანს, მარიკუნებს, ეკუნას, ჩემს კოლეგებს- ექიმებს, პედაგოგებს, მეცნიერებს და საზოგადოების ყველა წევრს, რომელიც მიცხადებს თანადგომას. დიდი მადლობა ყველას. ყველანი ძალიან მიყვარხართ, მეიმედებოდით და მეიმედებით, – წერს ჩახუნაშვილი ციხიდან.
ცნობისთვის, სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი – ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო.
მისი განაჩენით, ექვს მათგანს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ია დარახველიძეს კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·