ეკონომისტი, ყოფილი პარალმენტარი რომან გოცორიძე ერთ დროს ივანიშვილის ,,ქართუს” მიერ ჩამოწერილ და ახლა ,,გაცოცხლებულ” სესხებზე კომენტარს აკეთებს:
,,გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურმე ივანიშვილის მიერ ბანკის კრედიტების ჩამოწერა ბლეფი ყოფილა და ეს სესხები გაცოცხლდა. ამან ხალხი ააფორიაქა, განსაკუთრებით ემიგრანტები. რამდენიმემ დამირეკა ახლა უცხოეთიდან მესინჯერით და რამდენიმემ მომწერა კიდევაც. მათ ის ადარდებთ, რომ ფულს რიცხავენ საქართველოს ბანკებში გახსნილ ანაბრებზე. ის ძველი სესხები თუ არაა ჩამოწერილი, დაგროვებული პროცენტებითურთ გაუნადგურებს მათ დანაზოგებს.
ჩემი პასუხი ასეთია: მშვიდად იყვნენ, ეს ასე არ არის. ალბათ, ვისაც გაქვითული სესხების დასაბრუნებლად მიმართეს, ან შეცდომაა, ან იმაზე მეტი ჰქონდა სესხი აღებული, ვიდრე დაფარვის ლიმიტით იყო გათვალისწინებული და იმაზე ედავებიან. შესაძლოა სხვა მიზეზიც იყოს-არ შეიძლება ცალკეული შემთხვევის განზოგადება.
კარგი იქნება, თუ ეროვნული ბანკი განმარტავს ამ საკითხს”
საერთაშიროსო alia.ge