“ალბათ, როცა უნდა ეთამაშა, მაშინაც გაფიცული იყო” - კალაძის კომენტარი ალადაშვილის პოსტზე

2 weeks ago 8

თბილისის მერმა კახი კალაძემ თავისი ყოფილი გუნდელის კახა ალადაშვილის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა.

კახა ალადაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:

“ერთხელ დავწერე, შენი გუნდელი რომ მქვია, მრცხცენია-მეთქი. ამაზე მეტს მეგონა აღარ გეტყოდი, მაგრამ უკვე მე კი არა, მთელ უკრაინას შერცხვა შენი. ფინანსურზე დიდი და მძიმე სანქცია ესაა. უღალატე ქვეყანას, რომელმაც ყველაფერი მოგცა, მაგრამ ეს კიდევ არაფერია, შენ საკუთარ სამშობლოსაც უღალატე” - წერს კახა ალადაშვილი.

თბილისის მერმა კახი კალაძემ ალადაშვილის განცხადებას ასეთი პასუხი გასცა:

“არ არის საინტერესო ალადაშვილი. მეც ვნახე აღნიშნული განცხადება, რომ ყოფილმა ფეხბურთელმა ჩემზე ისაუბრა. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ – რა ფეხბურთზე საუბრობს, სად თამაშობდა საერთოდ? ალბათ, როცა უნდა ეთამაშა, მაშინაც გაფიცული იყო” – აღნიშნა კახა კალაძემ.

სრულად წაკითხვა