4
კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერი დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან კლინიკა “ვივა-მედში” გადაიყვანეს – პოლიტიკოსის კლინიკაში გადაყვანის კადრები “შაბათის ეთერმა” გადაიღო.
არსებული ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილი ნაცემია, აღენიშნება დაზიანებები. მას ამ წუთებში კომპიუტერული ტომოგრაფია უტარდება. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ელისაშვილს ნეკნი აქვს მოტეხილი.
კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის მდგომარეობა დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში დამძიმდა.
თეგები: ალეკო ელისაშვილი