ალეკო ელისაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს

2 weeks ago 10

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოკვლევებისთვის კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.

როგორც „ნეტგაზეთს“ „მოქალაქეებში“ განუცხადეს, ელისაშვილს აღენიშნება ძლიერი ტკივილი ფერდის არეში, სადაც მან ნეკნის მოტეხილობა ჯერ კიდევ აპრილში, დაკავებისას მიიღო. ელისაშვილი „ვივამედში“ რენტგენის გადასაღებად გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ელისაშვილი სისხლის სამართლის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვისაა დაკავებული, რაც ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას გულისხმობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც შსს აცხადებს, 2 დეკემბერს თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან, ალეკო ელისაშვილმა „ქართული ოცნების“ წევრს, ალი ბაბაევს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პარტიული შეხედულების გამო.

თუმცა ელისაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ბაბაევმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პროვოკაცია მოუწყო. მისი თქმით, ალეკო ელისაშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც 4 დეკემბერს დააკავეს, ნაცემია.

ადვოკატის თქმით, ელისაშვილს დაკავებისას სცემეს

სრულად წაკითხვა