ალექსანდრა პაიჭაძე: "მამაკაცში საბანკო ანგარიში მიზიდავს"

17 hours ago 7

ქართველი მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში აქტიურია და ბევრი გამომწერიც ჰყავს. მოდელი მუდმივად გვიზიარებს თავის ცხოვრებაში არსებულ სიახლეებსაც და ყოველდღიურ ამბებსაც.

იგი ამჯერად გამომწერების შეკითხვებს პასუხობს, რომელიც პირად თემებს უკავშირდება და როგორც თავად წერს, მამაკაცში ყველაზე მეტად საბანკო ანგარიში იზიდავს.

„ამწუთას საბანკო ანგარიში მიზიდავს, ზოგადად კი აურა,“ - წერს ალექსანდრა.

რაც შეეხება ძვირიანი საჩუქრის ჩუქებას, როგორც იგი წერს 14 წლიდან უკვე ჩუქნიდნენ ძვირფას საჩუქრებს.

„ჩემი საშვილოსნო ვაჩუქე 2 კაცს, ახლა მათ ჩემგან შვილები ჰყავთ. მეტი ძვირფასი მე არ ვიცი. ჩემთვის კი, ყველაზე ძვირფასი სულიერი სიმშვიდე მაჩუქა და მერე წამართვა ერთმა. ძვირფას ტელეფონებს და ნივთებს 14 წლიდან მჩუქნიდა ჩემი პირველი. ბრილიანტები და მანქანები უბრალოდ მეკუთვნის“

წყარო: digest.ge

სრულად წაკითხვა