51
ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე განიხილება – საქალაქო სასამართლოში დაკავებული პოლიტიკოსის პროცესი მიმდინარეობს.
მას ამჯერად იმ პოლიციელის შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ, რომელსაც თავად მასზე ძალადობაში ამხელს.
ალეკო ელისაშვილი სასამართლოში უკვე მიიყვანეს.
არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ალეკო ელისაშვილმა რამე დანაშაული ჩაიდინა, მოგეხსენებათ, რომ თვითონაც აღიარებს, არაკაცი უწოდა იმ პოლიციელს, რომელიც თვითონ ელისაშვილმა ამხილა, როგორც არაადამიანურ მოპყრობაში, ისე წამებაში. ეს მიმართავდა პროკურორს და მოსამართლეს, რომ „ეს არის ის არაკაცი, რომელმაც მე მომაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჰქონდა წამებას ადგილი, მრავალი საათს განმავლობაში, ხელბორკილები ედო, რომელიც იყო მჭიდროდ მოჭერილი და სისხლი სდიოდა, თუმცა, არ მოახდინა მისი მოხსნა, არც წყალი დაალევინა, ანუ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. თუმცა, გამოძება ყველაფერი გადადო გვერდით და მხოლოდ ეს სიტყვა – არაკაცი ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან. მტკიცებულება არის ვიდეოჩანაწერი, რომელიც ისედაც კეთდება ხოლმე სხდომათა დარბაზში და ხმის ექსპერტიზაა ჩატარებული, – გიორგი რეხვიაშვილი.
საერთაშიროსო alia.ge