“ამ ბავშვმა 5 წლის ასაკში უკვე იცის, რომ უფასო ფული არ არსებობს” – მიხეილ სააკაშვილი ალისკასა და სოფო ნიჟარაძის საუბარზე

13 hours ago 3

მიხეილ სააკაშვილი სოფო ნიჟარაძის და მათი შვილის, ალისას საუბარს იხსენებს, ერთგვარი მინიშნებით:

ალისა ეუბნება სოფოს: მგონი სანტა-კლაუსი მოგონილია. აბა თუ მოგონილი არაა, ირმებ-შებმული მარხილით როგორ დაფრინავს? ირმები ხომ არ დაფრინავენ.

ნუ ეს საახალწლო ჯადოსნობაა – პასუხობს სოფო.

– კი მაგრამ ამდენ ბავშვებს რომ ურიგებს საჩუქრებს, ფული საიდან აქვს?

სოფო: მუშაობს.

ალისა: ხოდა მინდა ვიცოდე ზუსტად სად მუშაობს და რა ხელფასს იღებს ისეთს, რომ ამდენის დარიგება შეუძლია?

ამ ბავშვმა 5 წლის ასაკში უკვე იცის, რომ უფასო ფული არ არსებობს“, – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

სრულად წაკითხვა