ამ დრომდე ეძებენ მდინარე მტკვარში გადავარდნილ მანქანას და მგზავრებს

1 day ago 5

წაკითხვა: 1

შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშველები და მყვინთავები ამ დრომდე ეძებენ მდინარე მტკვარში, ავტოავარიის დროს გადავარნილ მანქანას და მგზავრებს. შემთხვევა 13 მაისის ღამეს მოხდა.

როგორც ცნობილია ავტომობილში 4 მგზავრი იმყოფებოდა, მათგან ერთი უვნებლად ამოიყვანეს.

“ღამის საათებში დაგეგმილია ზაჰესის და ორთაჭალჰესის წყალჩამკეტებს შორის მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც ღამის საათებში გამოიწვევს წყლის დონის ეტაპობრივ მატებას.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი შეიკავონ ზაჰესიდან ორთაჭალჰესის ქვედა ბიეფში კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან.”– ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დაკავებულია იმ მანქანის მძღოლი, რომელმაც საავარიო სიტუაცია შეუქმნა მეორე მანქანას, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში გადავარდა.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა