10
კაჭრეთში გამართულ სამთავრობო ღონისძიებაზე ირაკლი ალასანიას საპატიო სტუმრების რიგში ჯდომას ეხმაურება ჟურნალისტი ეკა წამალაშვილი:
,,2012-ში, ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ივანიშვილის კოალიციის ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ალასანია აცხადებდა, რომ მაშინდელი ხელისუფლება ზუგდიდში აპირებდა ახალი ჰომსის ( სირია) მოწყობას და სამოქალაქო ომს. სააკაშვილის ხელისუფლება წავიდა არჩევნებით, დემოკრატიულად, ივანიშვილი მოვიდა არჩევნებით, მაგრამ არადემოკრატიულად და გამარჯვებულმა დამარცხებულს და მის მრავალრიცხოვან მხარდამჭერებს სამოქალაქო ომი გამოუცხადა. მერე და მერე ყველას მიდგა, ყოფილ თავისიანებსაც, ქვეყანა კი რუსეთს მიაბა. ამ დროს ირაკლი ალასანია სადაა? ახლა კი სად მისულა?:) სადაც ზუგდიდისთვის მებრძოლი არჩევნების ღამეს რაფალიანცების სოფელში გაჩნდა, გასაკვირი არაფერია.
ივანიშვილს რბილ ოპოზიციაშიც კი ვერ ჩაუდგა, მაგალითად უსუფაშვილივით. ახლა ხომ ცხადია, რომ ამათი ყოფნა მაღალ პოსტებზე იყო შირმა, შინაარსის გარეშე. როგორ შეიძლება ბიძინას კოალიცია ოდესმე ყოფილიყო არარუსული და პროდასავლური? თავიდან სჭირდებოდა ილუზიის შექმნა. ამისთვის გარკვეული პერსონები გამოიყენა და მერე მოისროლა.“

საერთაშიროსო alia.ge