,, ამ დღეს 18 წელი ველოდით” – გიორგი ანწუხელიძის მეუღლე

1 hour ago 3

ამ დღეს 18 წელი ველოდით – ასეთია რუსეთის მიერ სასტიკი მეთოდებით ნაწამები საქართველოს ეროვნული გმირის,  გიორგი ანწუხელიძის ცოლისპირველი კომენტარი სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ.

“ტვ პირველთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში, მაკა ჩიკვილაძე რუსეთის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვებისთვის მადლობას უხდის “საიას” და ამბობს რომ დღევანდელი დღე, ეროვნული გმირების ოჯახებისთვის ერთდროულად – ტკივილის და სიამაყის მომგვრელია.

მკვლელები უნდა დაისაჯონ – ეს არის ანწუხელიძის ცოლის მთვარი მოთხოვნა.

,,ძალიან ემოციური და ამავდროულად ისტორიული დღეა. მძიმეა ჩემთვის, რადგან ყველა ემოცია ერთმანეთში ამერია. ვიცოდი, რომ გავიმარჯვებდტ და გაიმარჯვებდა საქართველო. გიორგი როოგორც აწამეს, ეს რა თქმა უნდა, არ უნდა შერჩენოდათ.

ჩვენ 18 წელი ველოდით ამ განმარჯვებას. მთელ საქართველოს გაეხარდა დრევანდელი დღე. მადლობას გადავუხდი, პირველ რიგში ამისთვსი საიას. ცოტა რთულია დღეს ამ ღემაზე ვისაუბრო. ყველაფერი ერთმანეთში აირია – ტკივილი, სიხარული, სიამაყე. დღეს ის დღე განმეორდა, ასე მგონია.

მაშინ, როცა 2008 წლიდან ცოტა დრო იყო გასული, მაშინ ჯერ ვერ ვაცნობიერებდი, რა ხდებოდა ჩემს თავს, მაგრამ დრო რომ გადიოდა და გადის, ახლა უფრო მძიმეა. საჩივარი შევიტანეთ ანა და ლევან ანწუხელიძეების სახელით. ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ პასუხი ეგო დამნაშავეს და ალბათ, აგებს კიდეც. მთავარია რომ გავიმარჯვეთ”, – თქვა ანწუხელიძის ცოლმა.

სრულად წაკითხვა