WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ტერმინ “რუსოფობიასთან” დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირების პარალელურად სსრკ-ს პერიოდის კონკრეტულ ფაქტს იხსენებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე:

ტერმინი “რუსოფობია”, რომელიც ასე ეხამუშება აქაურ ოპო-ბაბლს, რომ შევცვალოთ ტერმინით “ანტირუსული ისტერია”, ამით საქმის არსი შეიცვლება? რა თქმა უნდა არა. აქ საქმე ტერმინებში არაა.

ამ თვითმარქვია პატრიოტებს ეს “რუსოფობია” მხოლოდ პროვოკაციებისთვის სჭირდებათ.

კარგად მახსოვს, რუსოფობია ქართველებში ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში როგორ იყო გამჯდარი. ის ვლინდებოდა მაგალითად, “დინამოს” სტადიონის ტრიბუნებზე, როდესაც რომელიმე რუსული გუნდი ეთამაშებოდა ჩვენებს სსრკ ჩემპიონატის ფარგლებში. თუმცა, ეს ანტირუსული განწყობები არ გადადიოდა ველურობაში“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.