‘ამ იარაღზე წლებია ინფორმაცია ჰქონდა როგორც ე.წ. შსს-ს ასევე სასამართლოს” – კეზერაშვილი

2 weeks ago 7

დავით კეზერაშვილი შსს-ს საგანგებო განცხადებით პასუხობს. მისი თქმით, ჩხრეკისას ამოღებული იარაღის ნაწილი მას ეკუთვნის და დიმიტრი ჩიქოვანს მასთან შეხება არ ჰქონია.

კეზერაშვილი ასევე განმარტავს, რომ “იარაღი გაფორმებულია და ინახებოდა კანონის სრული დაცვით.“

ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დაინტერესებულ საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ჩემს საკუთრებაში არსებული სახლის, რომელშიც 2012 წლის შემდეგ არავის უცხოვრია, ჩხრეკისას ამოღებული იარაღის ნაწილი მეკუთვნის მე და მასთან არანაირი შეხება არასოდეს არ ქონია დიმიტრი ჩიქოვანს. იარაღი, რომელიც ინახებოდა ჩემს სახლში დავტოვე 2012 წლის ოქტომბერში საქართველოდან იძულებით გამომგზავრების წინ, გაფორმებულია და ინახებოდა კანონის სრული დაცვით. ამ იარაღის არსებობის შესახებ წლებია სრული ინფორმაცია ჰქონდა როგორც ე.წ. შსს-ს ასევე სასამართლოს, რომელიც ჩემ სხვა ქონებასთან ერთად არერთხელ იქნა დაყადაღებული.

ყველაფერი რაც არ არის გაფორმებული არის ამ ე.წ. უწყების მიერ ჩადებული.

ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების პოლიტიკური ნიშნით დევნა 12 წელზე მეტია გრძელდება, თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით რასაც გომელაურის კრიმინალური დაჯგუფება უკეთებს საქართველოს თავისუფლების მოყვარულ ხალხს თბილისისა და სხვა ქალაქების ქუჩებში. საქართველოში დაშინებას და დევნას შედეგი არც აქამდე გამოუღია და არც მომავალში გამოიღებს“, – წერს კეზერაშვილი.

https://www.alia.ge/shss-amtkitsebs-rom-kezerashvilis-tsolis-dzmis-sakhlis-samalavidan-iaraghebi-amoighes/

სრულად წაკითხვა