„ამ ისტორიას აღვიქვამთ, როგორც თავისუფალ ბიზნესზე მორიგ ზეწოლას და დაზარალების მცდელობას“ – PSP Pharma

1 day ago 2

3

PSP Pharma  განცხადებას ავრცელებს:

გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ სიუჟეტის სახით, ხოლო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა სოციალურ მედიაში ქარდის სახით გაავრცელა ინფორმაციათითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.  

ვთვლით, რომ არ უნდა ვუპასუხოთ აღნიშნულ განცხადებას, ხოლო გავრცელებულ დეზინფორმაციაზესაქართველოს მოსახლეობას უნდა მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია.

პოსტსაბჭოთა სივრცეს, რუსეთის ლოჯისტიკური საწყობებიდან,ამარაგებდა მრავალი დასავლური კომპანია. მათ შორის, ჩვენი პარტნიორები, როგორებიცაა „ბაიერკონსუმერი (ყველაზე ცნობილი ბრენდი ,,ასპირინი“), „სანოფი“, (ყველაზე ცნობილი ბრენდი ნო-შპა), „რეკიტ ბენკიზერი“ (ყველაზე ცნობილი ბრენდი NUROFEN),  ცნობილი ფრანგული კომპანია „ლორეალი“ (VICHY-ს ბრენდი), „შტადა“ – ,,ნიჟფარმი“. ყველა ფარმაცევტული კომპანია საქართველოში და არამარტო საქართველოში, აგრეთვე რეგიონშიც, ევროპულ პროდუქციას იღებდნენ რუსეთში განლაგებული ლოჯისტიკური საწყობებიდან. აღსანიშნავია, რომ ყველ კომპანიას და მათ შორის ჩვენს კომპანიასაც გააჩნია პირდაპირი კონტრაქტები ამ ევროპულ ბრენდებთან, მაგრამ ლოჯისტიკური მომარაგება ხდებოდა რუსეთის გავლით.

სიმართლე არის ის, რომ ჩვენ ვაწარმოებთ ბიზნესს არა რუსეთთან, არამედ გერმანულ „ბაიერთან“, ფრანგულ „ლორეალთან“, ბრიტანულ „რეკიტ ბენკიზერთან“.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიების ნაწილმა უკვე შეცვალა მომარაგების გზები და პირდაპირი მოწოდებით, ჩვენი მეშვეობით, აწვდის საქართველოს თავის პროდუქციას, – „ლორეალი“ – საფრანგეთიდან, „სანოფი“ – უნგრეთიდან და ,,ბაიერი“ შვეიცარიიდან.  დასავლურ კომპანიებს გადააქვთ თავისი ლოჯისტიკური საწყობები, მთელი ინფრასტრუქტურა, ცვლიან ლოჯისტიკურ ჯაჭვებს დაახორციელებენ საქართველოსთან პირდაპირ ბიზნესურთიერთობებს. სწორედ ამიტომ გვინდა ევროპა!

მოაღნიშნული განცხადება არ არისპირველი შემთხვევა, როც კომპანიის წინააღმდეგ არაობიექტური ინფორმაცი ვრცელდეა. ამას აღვიქვამთ, როგორც თავისუფალ ბიზნესზე მორიგ ზეწოლს და დაზარალების მცდელობას, რადგან სხვა კომპანიებთან ერთად ჩვენც შევუერთდით მოსახლეობაზე ძალადობის შეწყვეტის, ახალი არჩევნების დანიშვნის და ბოლო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნას.

(R)

სრულად წაკითხვა