WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

36

კოალიცია “ცვლილებებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია:

ტყუილია, რომ მასწავლებელთა 99%მა პროფესიული გამოცდა ვერ ჩააბარა მათემატიკაში

გაუგებარია, ამ მასწავლებლებს ბოდიში და რას ვებლატავებით, თითქოს იმდენი დრო, რესურსი და ენერგია გვქონდეს დახარჯული მათ გადამზადებაში ან იმდენ ხელფასს ვუხდიდეთ, რომ უსინდისობა იყოს დღე და ღამე რომ არ მუშაობენ პროფესიულ განვითარებაზე

საინტერესოა, ყველა პროფესიაში რომ გამოცდა ჩატარდეს, რამდენი პროცენტი ჩააბარებს გინდა ექიმის, გინდა ჟურნალისტის, გინდა ინჟინრის, გინდა ტექნოლოგის, გინდა იურისტის, გინდა არქიტექტორის, გინდა ნებისმიერ სხვა პროფესიულ ტესტს?

სხვა ქვეყნიდან არიან ეს მასწავლებლები, რამე განსაკუთრებული ჯიშია თუ რა გგონიათ, მართლა და მართლა?!