სერია ა-ს გასულ ტურში "ნაპოლისა" და "ჯენოას" შეხვედრაში "პარტენოპეის" ძირითად შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიას ნაცვლად დავიდ ნერეში იდგა.
ყველა ფიქრობდა, რომ ანტონიო კონტეს ეს გადაწყვეტილება იძულებითი იყო, რადგან ქართველი ტრავმიდან ახალი დაბრუნებილი იყო.
თუმცა შემდეგ იტალიელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა:
"ნერეში ბერვს ვარჯიშობს და მეტ სათამაშო დროსაც იმსახურებს, ის ფიზიკურად მშვენივრადაა მომზადებული და არი მომენტები, როცა პოლიტანოსაც და ხვიჩასაც მირჩევნია", - თქვა კონტემ.
აქვე შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი" შემდეგ და წლის ბოლოს მატჩს 29 დეკემბერს "ვენეციას" წინააღმდეგ 18:00 საათზე გამართავს.