ამ პატარა თაღლითს, ურჩევნია  სადმე არ შემხვდეს – ეკა ხერხეულიძე დაჩი ცაგურიას და მიშა მესხს პასუხობს

3 weeks ago 3

წაკითხვა: 186

ნაციონალური მოძრაობის წევრი ეკა ხერხეულიძე ეხმიანება დროებით საგამოძიებო კომისიის ბოლო რამდენიმე სხდომაზე, მისი გვარის გაჟღერებას, როდესაც ის, ნაც.მოძრაობის მმართველობის დროს,პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

“ვიღაც იდიოტმა გადაწყვიტა ეკა ხერხეულიძე რაიმე მიზეზით დავიბაროთ კომისიაზეო და ფარჩაკების კონვეირიდან საყოველდღიურო კრეტინებს აბოჟიალებენ. ვისაც ეს მიუნჰაუზენი ოდესმე ლაივში ყავდეს ნანახი, ის იყოს ქოცი”- წერს ხერხეულიძე და ეხმიანება მიშა მესხის  გამოსვლას კომისიაზე, სადაც ის ამბობს, რომ ხერხეულიძე, მათი პატიმრობის პერიოდში გულგრილი დამოკიდებულებით იყო და ნაც.მოძრაობის ინტერესს ატარებდა.

ხერხეულიძე ასევე ეხმიანება დაჩი ცაგურიას გამოსვლასაც, სადაც ასევე მისი სახელი ახსენა და თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, როდესაც ხერხეულიძე ადამიანის უფლებათა კომიტეტს ხელმღვანელობდა, ციხეში მასთან შესვლისას უთხრა: “საკანში მეწვია ეკა ხერხეულიძე, მიყურა, მიყურა და მითხრა – იცი რას გეტყვიო, შენო საცემი ხარ და მაგიტომაც გცემესო, ახალაიაზე და მიშაზე  ხმას როგორ იღებ, ქვეყნის პატრიოტებზეო”- თქვა ცაგურიამ.

ეკა ხერხეულიძის პასუხი დაჩი ცაგურიას:

“ამ პატარა თაღლითს, ურჩევნია  სადმე არ შემხვდეს”- წერს ხერხეულიძე დაჩი ცაგურიას

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა