“ამ სიმართლის გადახედოს მაგათ ოჯახებს ღმერთმა” – მათე დევაძის ბებია

1 month ago 10

ფოტო – ტვ პირველი

მათე დევიძის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას მისი ოჯახის წევრები ცრემლებით შეხვდნენ. ბებია, რომელიც აქამდე მხოლოდ პროცესებზე ნახულობდა შვილიშვილს, ამბობს:

“რა სიმართლითაც გადაწყვიტეს, იმ სიმართლით მაგათ ოჯახებს გადახედოს ღმერთმა”

21 წლის მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა – გადაწყვეტილება  მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.

სინდისის პატიმარი განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. მან თქვა, რომ “გადაწყვეტილების მოსმენა არ შეუძლია” და სხდომა დატოვა.

ცნობისთვის, მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სრულად წაკითხვა