61
თბილისის მერობის კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე და თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნიკა ჩერქეზიშვილი მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ და მარჩენალდაკარგულ დედებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე დედებმა იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომლის წინაშეც დგანან. საუბარია გაუსაძლის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. პრობლემის განხილვისას ირაკლი კუპრაძემ ყურადღება სახელმწიფოს როლზე გაამახვილა. მისი თქმით, “ოცნებას” მრავალშვილიანი ოჯახების საკითხი არ აღელვებს, რადგან მათ აღრიცხვასაც კი არ აკეთებს:
,,ამ სირთულეს სჭირდება, ერთი, ჩვენი მხრიდან აქტუალიზება, რომ ეს პრობლემა გახდეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და ჩვენ ღიად უნდა ვილაპარაკოთ ამაზე.” – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
(R)