“ამ ფაშისტმა უარი თქვა თავში დაჭრილი ბიჭის ავსტრიის საავადმყოფოში გადაყვანაზე” – ლევან ლორთქიფანიძე

2 days ago 3

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

🇦🇹 პოლიტიკური დამკვირვებლებისთვის ავსტრია ხმაურთან და სკანდალებთან ასოცირდება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რა არ დატრიალებული ამ ქვეყნის თავს! ხან პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურს ატარებენ ორჯერ, ხან მათი საგარეო საქმეთა მინისტრი ცეკვავს ვალსს პუტინთან, ხან მთავრობა იშლება იბიცაზე კორუფციული გარიგების გამო, ხან კი “ლუდის პარტიას” უჩნდება პარლამენტში დაწინაურების შანსი, ხან სოციალ-დემოკრატთა ლიდერის არჩევნებზე უჭირთ ხმების დათვლა… კომუნისტი მერიც კი ჰყავს ავსტრიით სიდიდით მეორე თუ მესამე ქალაქს ☺️

🕵‍♂️ დღესაც ნახევარი ევროპის ყურადღება ვენისკენ არის მიპყრობილი, რადგან ულტრამემარჯვენეობის აჩრდილი, რომელიც ბებერ კონტინენტზე დაძრწის, ამჯერად ავსტრიულ დემოკრატიას გადაეფარა.

🔴 ავსტრიის ფედერალური კანცლერის თანამდებობის დაკავებამდე რამდენიმე ნაბიჯი აშორებს ბ-ნ ჰერბერტ კიკლს – თავისუფლების პარტიის ლიდერს.

ავსტრიაში ულტრამემარჯვენე პარტიები დიდი ხანია დამკვიდრებულნი არიან ეროვნულ თუ რეგიონალურ პარლამენტებში, ადგილობრივ თუ ფედერალურ მთავრობებში მუშაობის უმდიდრესი გამოცდილებაც აქვთ. შესაბამისად, მარი ლე პენივით და AfD-სავით საშიშნი არ არიან, მაგრამ ბ-ნი კიკლი სხვა შემთხვევაა, ის ულტრამემარჯვენეების რიგებშიც კი ყველაზე რადიკალური ფიგურაა.

წარმოგიდგენთ ბ-ნი ჰერბერტ კიკლის რამდენიმე განსაკუთრებულ მახასიათებელს:

🔸️ უნივერსიტეტში სწავლობდა და მაგრამ სწავლა არ დაუსრულებია.

🔸️ მუდმივად ავლენს სენტიმენტებს ნაცისტური ინსტიტუტებისა თუ ტერმინებისადმი. მაგალითად, მისი აზრით, SS-ის დამნაშავე ორგანიზაციად გამოცხადება არ შეიძლება, ინსტიტუტი კი არ ყოფილა დამნაშავე და ძალადობრივი, არამედ ცალკეული ინდივიდები ყოფილან ასეთნი… მისი ავტორობით შეიქმნა წინასაარჩევნო ლოზუნგები, რომლებიც ვენური სისხლის სიწმინდისა და სისუფთავის იდეაზე იყო დაფუძნებული. თავს პოტენციურ “Volkskanzler”-ად მოიხსენიებს, ჰიტლერივით.

🔸️ არის უზრდელი, ავსტრიის ფედერალურ პრეზიდენტს, უინტელიგენტეს მოხუცს – ალექსანდერ ვან დერ ბელენს ხან “მუმიად” მოიხსენიებს, ხან მის სიბერეზე სვამს უხამს აქცენტს. მასხრად იგდებს ებრაული თემის ადგილობრივ ლიდერებს და ა.შ.

🔸️ ეზიზღება და თავს არიდებს კრიტიკულ შეკითხვებს, ღია პრეს-კონფერენციებს.

🔸️ იყო კოვიდიოტების, აცრების მოწინააღმდეგეების მხარეს, გმობდა პანდემიის გამო შექმნილ საგანგებო წესებს, ნიღბების ტარების ვალდებულებას და ა.შ.

🔸️ მიგრაციის რეგულირება და საზღვრების დაცვა რომ აუცილებელია, ამაზე არ ვდავობ. უბრალოდ, ამ კაცს საემიგრაციო პოლიტიკის შეცვლა კი არ სურს, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი ადამიანებად არ მიიჩნევს ლტოლვილებს.

შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობისას თავისუფლების პარტიის ლიდერი მხარს უჭერდა საკონცენტრაციო ადგილების (ბანაკების) შექმნას დევნილთათვის, უცხოელებისთვის კომენდანტის საათის შემოღებას, სასამართლოს ინსტანციების მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ეჭვმიტანილ მიგრანტთა გასახლებას ქვეყნიდან, უცხოელის საჯარო საფრთხედ მიჩნევის შემთხვევაში პირის უმიზეზოდ დაპატიმრების უფლების შემოღებას, მარბიელი ცხენოსანი პოლიციის შექმნას და ა.შ.

“ზუდდოიჩე ცაიტუნგმა” ჰერბერტ კიკლს უწოდა “მინისტრი კონსტიტუციის მიღმა”, გაზეთის აზრით, მომავალი კანცლერი თავის პოლიტიკურ პრიორიტეტებს ყოველთვის ძირითად კანონზე მაღლა აყენებდა.

🔸️ ირიბად მონაწილეობდა ე.წ. “იბიცას აფიორაში”. 2019 წელს გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც თავისუფლების პარტიის ლიდერები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ რუსი ოლიგარქის ოჯახის წევრთან არალეგალური დაფინანსების თაობაზე, აწყობდნენ კორუფციულ გეგმებს და ა.შ. სკანდალის გამო მაშინდელი მთავრობა, რომლის წევრი კიკლიც იყო, დაიშალა.

🔸️ ეწინააღმდეგება უკრაინაში ომის გამო რუსეთის სანქცირებას. აქვს მჭიდრო კავშირები რუსეთის პოლიტიკურ ელიტასა და ძალოვნებთან.

🔴 ერთი სიტყვით, ავსტრიაში კანცლერობა სურს კაცს, რომელიც დემოკრატიასაც ძირს გამოუთხრის და ევროპასაც… ავსტრიის “ორბანიზაცია” იწყება, მაგრამ ბასტა! რადიკალებს ადვილად არაფერი გამოუვათ, რადგან:

❤️ ავსტრია ნამდვილი საპარლამენტო რესპუბლიკაა, მთავრობის ჩამოყალიბება კოალიციის გარეშე შეუძლებელია, ოპოზიცია ძლიერია.

❤️ ავსტრია ფედერალური რესპუბლიკაა, სადაც რეგიონალურ მთავრობებსაც ეთქმით სიტყვა.

P.S. საქართველოსთან ჰერბერტ კიკლს თემირლან მაჩალიკაშვილი აკავშირებს. ამ ფაშისტმა უარი თქვა თავში დაჭრილი ბიჭის ავსტრიის საავადმყოფოში გადაყვანაზე, ისლამისტ ექსტრემისტებს არც ვუმკურნალებთო.

სრულად წაკითხვა