საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე:
გიავოლსკის უთქვამს, ნატოს სამიტზე მხოლოდ ალიანსის წევრი ქვეყნები არიან და ნუ ეწევით ცრუ პროპაგანდასო რომ თითქოს საქართველო ჩააჩოჩეს და იქ არ იქნებაო..
პრინციპში ამ ჩემს ვასილმაღლაფერიძეს, რას იტყვის გიავოლსკი და რას არა მარაა, დანარჩენებმა რომ იცოდეთ სიმართლე
საქართველო ნატოს სამიტზე ანკარაში არ იქნება , იმიტომ რომ, იქ არავის მიუწვევია თავისი იზოლაციონისტური პოლიტიკის გამო.
სამაგიეროდ ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან ბაჰრეინის, ქუვეითის, კატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების კოლეგებს, ასევე სადილზე გამართავენ დისკუსიას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ხოლო ნატოს თავდაცვის მინისტრები მოლაპარაკებებს გამართავენ ავსტრალიის, იაპონიის, ახალი ზელანდიისა და სამხრეთ კორეის მინისტრებთან ( ეეჰ, არა და , ერთ დროს ამ ჯგუფში ვიყავით ჩვენც).
ვოლოდიმიე ზელენსკი სამიტს სრულად დაესწრება.
ასევე, ნატოს სამიტზე იქნება სირიის გარდამავალი პრეზიდენტი, თურქეთის ორმხრივი მოწვევით და არა როგორც სამიტის მოწვეული სტუმარი, მაგრამ, მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს.
კიდევ ვიმეორებ, ამ ჩემსვასილას, გიავოლსკი რას იტყვის მარაა, რეალობა ისაა რაც დავწერე და მეორე რეალობა კიდევ ის რომ,
2024 წლის ვაშინგტონის სამიტის შემდეგ საქართველოს მთავრობას დემოკრატიის გზიდან გადახვევის გამო პარტნიორულ ღონისძიებებზე აღარსად არ იწვევენ და საერთოდაც ნატო-საქართველოს ურთიერთობები ფაქტობრივად გაყინულია.

3 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·