,,ამ წერილში ბევრი დეტალი არაგულწრფელია“ – ანა წითლიძე ელენე ხოშტარიას წერილზე

1 hour ago 3

1

ნაცმოძრაობის წევრი, ანა წითლიძე ელენე ხოშტარიას წერილს პასუხობს, სადაც ის ნიკა გილაურზე საუბრობს:

,,ამ წერილში ბევრი დეტალი არაგულწრფელია, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი რამ მაინც ითქვა: ელენემ დაადასტურა, რომ გილაური აქტიურად იყო ჩართული კოალიცია „ახლების“ საარჩევნო კამპანიაში, როგორც არაფორმალური ლიდერი.

თუმცა, არაფერს ამბობს ფინანსურ საკითხებზე. მათ შორის უარყოფს ვერსიას, რომ გილაური შუალედურ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განიხილებოდა.

ეს წერილი ერთდროულად ჰგავს თავის მართლებასაც და გილაურის წინაშე ვალდებულების მოხდასაც. ელენე გილაურის პროტესტიდან გაქრობას იმით ამართლებს, რომ „არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა“.

მაშინ ჩნდება ლოგიკური კითხვა: თუ გილაურს არ ჰქონდა ვალდებულება, პროტესტში ჩართულ რიგით მოქალაქეებს რატომ უნდა ჰქონდეთ? ან საერთოდ, ვის აქვს ასეთი ვალდებულება დაბადებიდან თანდაყოლილი?

ჩემი აზრით, ამგვარ გამართლებას ერთი მიზანი აქვს: კოალიციის ლიდერები გილაურის წინაშე დავალებულები არიან არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის მათ საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა, არამედ იმიტომაც, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, მათ პერსონალურ საჭიროებებსაც აფინანსებდა — მათ შორის, პირად ავტომობილებს.

ბოლოს მაინც ყველაფერი გაცხადდება.

პ/ს კეზერაშვილთან კოალიციის ლიდერების ურთიერთობაზე საარჩევნოდ, კიდევ ცალკე კითხვებია, რომელსაც აუცილებლად საჯაროდ დავსვამ.“

,, არასწორად მიმაჩნია ნიკა გილაურზე მხოლოდ გვარამიამ ილაპარაკოს” – ელენე ხოშტარიას წერილი

სრულად წაკითხვა