"ამ წყვილში მას ვქომაგობ, რადგან.." - შონ ომალი დვალიშვილი-ნურმაგომედოვის ჩხუბზე

6 days ago 4

მოგეხსენებათ, UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ქამარს 18 იანვარს, უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს.

აღნიშნულ ბრძოლაზე კომენტარი მერაბის ყოფილმა მეტოქემ და ამ წონის ყოფილმა ჩემპიონმა შონ ომალიმაც გააკეთა.

"შთაბეჭდილება მექმნება, რომ იანვარში ამ ბრძოლის ჩანიშვნას არც მერაბი ელოდა და არც უმარი - ნურმაგომედოვს დეკემბერში უნდა ეჩხუბა, დვალიშვილი კი ოქტაგონზე გასვლას მარტამდე არ გეგმავდა...

ძალიან მინდა, რომ მერაბმა მოიგოს, რადგან ქამარი და რევანში მჭირდება, თუ მოვლენები ასე არ განვითარდა და უმარი მოიგებს, მასთანაც დიდებული ჩხუბი გამოვა

", - განაცხადა ომალიმ.

სრულად წაკითხვა