„ამათ დროზე პანჩური და ისევ მიაწვნენ რეპლიკა ჰერმესის ჩანთებს“ – ნინო ჯღარკავა

7 months ago 8

„ამათ დროზე პანჩური და ისევ მიაწვნენ რეპლიკა ჰერმესის ჩანთებს“ - ნინო ჯღარკავახელისუფლების მხარდამჭერი ჟურნალისტი, ნინო ჯღარკავა ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანებზე, ნინი ბადურაშვილსა და სალომე ღვინიაშვილზე წერს და მათ მიხეილ სააკაშვილის „ფსოუს წყალდალეულებს“ უწოდებს იმ სთორებს გამო, რაც მათ სოციალურ ქსელში დადეს.

„ჩემი ჰუმანურები, მიშას ფსოუს წყალდალეულები. „ტვ იმედი“, ამ ორმა ძუნძგლმა თუ გააპროტესტა „იმედის“ ჟურნალისტების ბულინგი, „იმედის“ ჟურნალისტი რომ დალეწეს მომიტინგეებმა და კლინიკაში წევს, მოიკითხეს? ამათ დროზე პანჩური და ისევ მიაწვნენ რეპლიკა ჰერმესის ჩანთებზე გულიანკებს, აბა, ორიგინალს ვინ გაღირსებთ!“ – წერს ნინო ჯღარკავა.

რაც შეეხება „იმედის“ დაშავებულ ჟურნალისტს, ის ლინა პოღოსოვაა და აქციაზე ჭყლეტვის დროს დაშავდა. როგორც ჟურნალისტი ყვება, მას აქციის მონაწილეები განგებ აწვებოდნენ.

-დავინახე პოლიტიკური ლიდერები და ვაპირებდი მისვლას, რა დროსაც ატყდა უფრო დიდი შემოძახილები და ვგრძნობდი, რომ სპეციალურად მაწვებოდნენ ყელში იდაყვით და არ მიშვებდნენ, რომ მივსულიყავი და ვინმე ჩამეწერა, რადგან პირდაპირ ეთერში ვიყავით. ვგრძნობდი ასევე გვერდებიდან მოჭერას, დამცინავ ტონს. გვაწვებოდნენ სპეციალურად, – აცხადებდა „იმედის“ ჟურნალისტი.

ლინა პოღოსოვა აქციიდან კლინიკაში გულმკერდის, ნეკნებისა და მუცლის ღრუს არეში ძლიერი ტკივილით შეიყვანეს. მოგვიანებით ის კლინიკიდან გაწერეს.

სრულად წაკითხვა