WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გენერალური პროკურატურის მიერ საქართველოს ჯარში კორუფციის ფაქტების თაობაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება:

ენმ-ის მმართველობის დროს, ქართული ჯარი, პრაქტიკულად არარსებული შენაერთებიდან გარდაიქმნა თანამედროვე შეიარაღებულ ძალებად, რომელთა ხელფასი გაიზარდა 20-ჯერ, საკვები მომარაგება ავიდა ამერიკის შეიარაღებული ძალების დონემდე. აღჭურვილობა და შეიარაღება გაიზარდა 100-ჯერ. ჩამოყალიბდა ახალი ბრიგადები და შეიქმნა მოწინავე სამხედრო წარმოება. ყველა ოფიცერს გადაეცა ახალი ბინა.

ქოცების დროს ბრიგადების რაოდენობა შემცირდა და დარჩენილიც ნახევრადაა დაკომპლექტებული მხოლოდ. ახალი იარაღი აღარ უყიდიათ. სამხედრო წარმოება “დელტა” მოკლეს. შემოვიდა ნეპოტიზმი და მლიქვნელების დაწინაურება. აი ასეთი არის ფაქტები და დანარჩენი არის ჩვეულებრივი ქოცატყუილობა.

ახლა ამათ ურთიერთჭიდილში იკვეთება, თუ როგორ მოსპეს ჩვენს მიერ სიმწრით შექმნილი ჯარი. ის უბრალოდ გადაიქცა სრულიად ლაჩარი მლიქვნელი გენერლების და ქოცების მიერ ოფიცრებად და ჯარისკაცებად დასაქმებული ხელფასის აღების და “ატკატების” აღების ადგილად“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.