“ამასობაშიც, მოახლოვდა ის, რაც ყველაზე საშიში იყო იმ ქვეყანაში – კარზე კაკუნი ჯარიმისთვის კი არა, ნამდვილი, ტროიკის კაკუნი” – მურმან დუმბაძე

6 hours ago 6

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მურმან დუმბაძე, გასული საუკუნის, საბჭოთა კავშირის ტოტალიტარული წყობის მძიმე პერიოდს ადარებს ქვეყანაში დღეისათვის შექმნილ რეალობას:

იმ ქვეყანაში ყველაზე საშიში, კარზე ტროიკის კაკუნი იყო.

მე, რომ მეგონა იმ ქვეყანას (რომელშიც ჩემი თაობა დაიბადა და დაკაცდა) დავემშვიდობეო, არ აღმოჩნდა სწორი.

ვბრუნდებით იქ.
პრაქტიკულად ცოტაღა გვაკლია.

ლოგიკის (რეალურად ცხოვრების) ფუნდამენტური პრინციპია – შემთხვევითი არაფერია.
ხდომილებას შედეგი მოსდევს.

ჩვენ,
– დავიმეგობრეთ დუმილი (დაწყებული უნივერსიტეტიდან, სამზარეულოთი დამთავრებული);
– გავიძულეთ უმთავრესი მოვალეობა, გვიყვარდეს საკუთარი ქვეყანა საკუთარი თავივით (არადა, ამის გარეშე, ყველა დროში ყველგან, იკარგებოდა თავიც და ქვეყანაც);
– ვერ დავძლიეთ ბავშვური შუღლი (1 ჰა-ზე ერთად არ დავდგები).

ჰოდა, ამასობაშიც, მოახლოვდა ის, რაც ყველაზე საშიში იყო იმ ქვეყანაში – კარზე კაკუნი ჯარიმისთვის კი არა, ნამდვილი, ტროიკის კაკუნი“, – წერს მურმან დუმბაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

სრულად წაკითხვა