ერთ-ერთი ქადაგების დროს მამა შალვა კეკელიამ თქვა, რომ ჟურნალისტ ანა მამულაშვილს 2007 წელს, TV იმედის დარბევის დროს, თავში ხელკეტი ჩაარტყეს, რის გამოც, მას შემდეგ სიმსივნე გაუჩნდა.
ამას გარდაცვლილი ჟურნალისტის შვილი, მია გოგელაშვილის გაღიზიანება მოჰყვა. გოგონამ სასულიერო პირი სიცრუეში დაადანაშაულა და თქვა, რომ სინამდვილეში, დედამისი მელანომას დიაგნოზით გარდაიცვალა, რაც კანის სიმსივნეა და არა თავში ჩარტყმის შედეგი.
„თქვენ პოსტი წამაკითხეთ და მინდა, მას [მია გოგელაშვილს] გადავცე, რომ ის ძალიან მიყვარს, მისი ოჯახი ძალიან მიყვარს და ანი და გოგა ჩემი ბავშვობის მეგობრები არიან და სიგიჟემდე მიყვარს ეს ადამიანები და თუ რამე არასწორად გაიგეს, მე ამაზე პატიებას და შენდობას ვითხოვ. არ მინდა, თავის მართლების რეჟიმში ჩავდგე. მე ასე ვიცოდი, სამწუხაროდ, ეს ამბავი, რაც ჩემგან მოისმინეს, თუ ეს ასე არ არის, მე პატიებას და შენდობას ვითხოვ ყველა ადამიანის წინაშე”, – თქვა კეკელიამ TV პირველის ჟურნალისტთან საუბრისას.