“ამით ძალიან ამაყი ვარ” - გურამ კაშია

3 hours ago 2

როგორც მოგეხსენებათ, ბრატისლავა “სლოვანმა” ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიული ასპარეზობა დაასრულა.

სლოვაკური გუნდის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა გურამ კაშიამ მატჩის მედიის წარმომადგენლთან ისაუბრა:

“ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა ამ გუნდისა და მისი ქომაგებისთვის კარგი გამოცდილება გახლდათ. ჩვენ პატარა ქალაქის გუნდი ვართ, რომლისთვისაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაში რაღაც საოცარია და მე ამით ძალიან ამაყი ვარ. შედეგის მიუხედავად კარგი გამოცდილება მივიღეთ. ჩვენ აქ სწრაფად აღმოვჩნდით და ამ ტურნირის დონისთვის ჯერ მზად არ ვართ”. - განაცხადა გურამმა.

ცნობისთვის, კაშიამ ჩემპიონთა ლიგაზე კარიერაში პირველად ითამაშა.

სრულად წაკითხვა