ამირან გამყრელიძე: “სოლიდარობა, მხნეობა გოგის და მის ოჯახს”

3 hours ago 2

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი (გოგი) ჩახუნაშვილისთვის სასამართლოს მიერ პატიმრობის მისჯას ემოციური შეფასებებით ეხმაურება ქართველი იმუნოლოგი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ყოფილი დირექტორი, ამირან გამყრელიძე:

ნამდვილად არ მეგონა თუ გამოჩენილ ექიმსა და ცნობილი სამედიცინო დინასტიის წარმომადგენელის, მასთან ერთად გასამართლებული ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ, რომელთა შორის რთული ოჯახური თუ ჯანმრთელობის მდგომარეობებითაც არიან, ასეთი ულმობელი იქნებოდა ქართული სასამართლო.

რატომ, რისთვის უშვებთ ამდენ ხალხს ციხეში და ვაღრმავებთ პოლარიზაციას? ყველა ქმედებას ხომ უკუქმედება მოყვება, ფიზიკის კანონია.

ხომ შეგვიძლია დავასრულოთ საზოგადოების ასეთი დაყოფა ჩვენიანებებად და არაჩვენიანებად, ხომ ყველას გვინდა უკეთესი და ევროპული საქართველო. ამაზე საუბრობდნენ და ასწავლიდნენ მუდამ გოგი და მისი დიდი ოჯახის წევრები, რომლებმაც ექიმთა და მეცნიერთა თაობები გაზარდეს და ზრდიან. რა მაგალითს ვაძლევთ მომავალ თაობებს ამ ქმედებით.

სოლიდარობა, მხნეობა გოგის და მის ოჯახს“, – წერს ამირან გამყრელიძე.

სრულად წაკითხვა