"ნაპოლის" შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა, "GDS via Football Italia"-სთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.
კერძოდ, მან "პარტენოპეის" ქართველ შემტევზე ისაუბრა.
"ხვიჩა 1 მილიარდ ევროსაც კი არ დათანხმდება და არ წავა აზიაში.
"მას ურჩევნია ითამაშოს რომელიმე ევროპულ გრანდში - მიუნხენის "ბაიერნში", "მანჩესტერ სიტიში", კატალონიის "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალში", - განაცხადა ჯუღელმა.