“ამის გამეორებას ცდილობენ საქართველოში???” – კოტე კემულარია

1 hour ago 1

19

ყოფილი პარლამენტარი, კოტე კემულარია:

“ოცნების” პარტიის ლიდერების მეგობარი—ММА-ს მებრძოლის მიერ ჩამოყალიბებული “მყისიერი რეაგირების ბრიგადა”, მის მიერ გაკეთებულმა – დიდი საფრთხის შემცველმა განცხადებამ “გასცა”: “ყველაფრისთვის მზად ვართ, ციხეში წასვლისთვისაცო”!

ახლა, სხვა – “ეკლესიის და გმირების დამცავი ჯგუფი” გამოიყვანეს ასპარეზზე… უფრო ცნობილი ადამიანებით, მაგრამ, იგივე დღის წესრიგით!

ამ ქვეყანაში უკვე იმდენი ძალოვანი არის – ორჯერ აღემატება ყველა წინა ძალოვანთა საერთო რიცხვს!!! კულტურის სამინისტროც კი პოლიციის მუშაკს ჩააბარეს!

მაშ, რა საჭირო არის უკონტროლო ძალადობის რეალური რისკების შემცველი – საზოგადოებრივი “მორალური პოლიცია”???

ოთხი დღის წინ, რუსული “მორალური პოლიციის”

სულისჩამდგმელმა და ხელმძღვანელმა – დიმიტრი რაგოზინმა, მოსკოვში შექმნა სპეცჯგუფი «СМЕРШ»!

უფრო ადრე—ამ ავადსახსენებელმა რაგოზინმა შეუქმნა პუტინს პროფაშისტური ახალგაზრდული ორგანიზაცია

НАШИ, რომელმაც იმდენი ახალგაზრდა დაასახიჩრა და შეიწირა, რომ მოგვიანებით დაშალეს!

რაგოზინი კი “როსკოსმოსის” დირექტორად დანიშნეს! იქ ბევრი ფული მოიპარა, გააგდეს და ახლა ფრონტის ხაზზე სამხედრო დაჯგუფებაში არის!!!—რომ არ დაიჭირონ… პუტინს თავი რომ მოაწონოს,

არაფორმალური ძალოვანი ჯგუფი შექმნა…

ძალიან საინტერესოა ჩამონათვალი თუ ვინ უნდა გამოავლინოს და “გაანეიტრალოს ამ СМЕРШ-მა”:

“ბანდეროველები(უკრაინის მხარდამჭერები)”;

“საზიზღარი ნ ა ტ ო ს მიმდევრები”;

“ის ხალხი ვინც ამ ომში რუსეთის დამარცხებას ელოდება–ე.წ. ЖДУНЫ»;

და სხვა მსგავსი ნაძირლები!!!

ამის გამეორებას ცდილობენ საქართველოში???

სრულად წაკითხვა