“ამის ყურება უდიდესი სიამოვნებაა, ფეხბურთელების გამორჩევა არ მიყვარს, მაგრამ მაინც კვარას გამოვარჩევდი..” – რა თქვა ლუის ენრიკემ რენთან მატჩის შემდეგ კვარაცხელიაზე ?

2 months ago 18

რენთან ხვიჩა კვარაცხელიამ დიდებული მატჩი ჩაატარა და მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში ლიმიტირებული დროით გამოვიდა მინდორზე, პსჟ-ს რიგებში საუკეთესო იყო.

ხვიჩას შეტევასა და დაცვაში აქტიურობა გუნდის მწვრთნელს ლუის ენრიკეს ძალიან მოეწონა და მატჩის შემდეგ ხვიჩას შესახებ კომენტარი გააკეთა.

“ფეხბურთელების გამორჩევა არ მიყვარს, მაგრამ მაინც კვარას გამოვარჩევდი. მას უდიდესი პოტენციალი აქვს. თამაშს სულ უფრო აუმჯობესებს და გუნდთან მეტად შეთამაშებული ხდება, ამის ყურება დიდი სიამოვნებაა” – განაცხადა ენრიკემ.

Post Views: 2

სრულად წაკითხვა