4
კოალიცია “ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია:
ახლახან იაგო ხვიჩიას ვიდეო ამომიგდო, სადაც ამბობს, გვარამიას ოფისში 400 კილოგრამი ფული შეიტანესო. ნუ, გუშინ უკეთეს მდგომარეობაში ვიყავი: უბრალოდ დავრბოდი და ვყვიროდი მერაბი ვარ კოსტავა-თქო. დღეს მთლად 400 კილოთი დავმძიმდი .
ხუმრობა იქეთ იყოს და საქმე სხვა რამეშია: მე ხვიჩიას ნამდვილად ვერ დავაბრალებ, რომ მის გადაცემაში მისმა რესპონდენტმა სისულელე თქვა. ისიც არ მესმის, ვინმეს თუ მოლოდინი ჰქონდა, რომ ბარამიძეს რაიმეს ამოუჭრიდა, გაუსწორებდა და ისე დადებდა ჩანაწერს. ამას იაგო ხვიჩიასგან თუ ელოდები, მინიმუმ, უცნაურია. ისევე, როგორც საერთოდ მასთან ეთერში რეალური ოპოზიციონერების სტუმრობა არაა ნორმალური მოვლენა, ჩემი აზრით. მოკლედ, რაც ხვიჩიას ბრალად არ მიმაჩნია, იმას ვერ დავაბრალებ.
აი, შენს ეთერში ნათქვამის გამო უდანაშაულო კაცს რომ ხელებზე ბორკილებს დაადებენ, რეალურად, ტყვედ აიყვანენ და არა თუ სიტყვას არ დაძრავ მის დასაცავად, მთლად რამიშვილის სტუდიაში დაჯდები და გიჟივით კიდევ გვარამიას 400 კილო ფულზე და საარჩევნო ბიულეტენიდან კოალიციის ამოშლაზე ილაპარაკებ, აი ამისთვის კი უნდა გაი@იზდო, საშვილიშვილოდ რომ გახსოვდეს.
თუმცა, გასაკვირი რაა? ქვემოთ ხალხს წამლავდნენ, თავპირს ალეწავდნენ, იჭერდნენ და მიწაზე აფორთხიალებდნენ და ეს ზემოთ ბიძინასთან ჩაის სვამდა და ფულს ცინცლავდა.
საერთაშიროსო alia.ge