WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე, ციხიდან წერილს აქვეყნებს და აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილის დაპატიმრებას ეხმაურება:

აკადემიკოს გოგი ჩახუნაშვილს ჰქონდა არჩევანი 4 ოქტომბერს ან გაეწია ჩემთვის სამედიცინო დახმარება და გადავერჩინე მხუთავი გაზით გაგუდვისგან ან არ დამხმარებოდა და თუ მე რამე მომივიდოდა მიეღო ოცნებისგან ღირსების ორდენი; მან აირჩია პირველი და ამიტომ დღეს ღირსების ორდენის ნაცვლად აღმოჩნდა ციხეში, მასთან ერთად ბორკილები დაადეს კიდევ 6 საქართველოს პატრიოტს.

“ოცნება” ვერ ხვდება, რომ ის ჩვენგან მოითხოვს იმას რასაც თვითონ უპრობლემოდ გააკეთებდა – ზუსტად ესაა განსხვავება საქართველოს მოქალაქეებსა და მათ შორის. მათ უნდა შეიგნონ, ღირსება და სამშობლო არ იყიდება!

ჩემო მეგობრებო, გახსოვდეთ, არ არსებობს ღამე, რომელიც არ გათენდეს.