თბილისის ლოკომოტივის დამრიგებელმა, რევაზ გოცირიძე გასულ სეზონს აფასებს და ასახელებს მიზეზს თუ რატომ ვერ კვალიფიცირდა მისი გუნდი უმაღლეს დივიზიონში.
სეზონის წინ ეროვნულ ლიგაში გადასვლა გვქონდა დაგეგმილი, თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ გამოგვივიდა. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, უმთავრესი კი მოთამაშეთა ტრავმები იყო. თავიდან ბევრი წამყვანი ფეხბურთელი გამოგვაკლდა.
ვფიქრობ, ეს იყო ის მთავარი მიზეზი, რამაც მიზნის შესრულებაში ხელი შეგვიშალა. მესამე და მეოთხე წრეში თითქმის ყველა მოთამაშე დაგვიბრუნდა, გუნდში კონკურენცია გაიზარდა და ეს შედეგზეც აისახა.
რაც შეეხება „ლოკომოტივი 2“-ს, თუ პირველი გუნდი ეროვნული ლიგის საგზურს მოიპოვებდა, მეორე გუნდსაც უნდა ებრძოლა დაწინაურებისთვის, მაგრამ, საბოლოოდ, მიზნად ათეულში მოხვედრა დაისახეს და ეს მიზანი შესრულდა. ამასთან ერთად, იქ რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი აღმოვაჩინეთ და ამ კუთხით კმაყოფილები ვართ.
- თქვა გოცირიძემ.