WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი, მთავრობის ყოფილი მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის სკანდალურ წერილებს კონკრეტული ფაქტების შეხსენებით ეხმაურება:

ეროსი კიწმარიშვილს “კობახიძე-მდინარაძის მმართველობის” დროს არ მოუკლავს თავი. არც “კოდორი 2007”-ის გმირ სპეცრაზმელ ალექსანდრე დანელიას დაუხლია თავში ორი ტყვია. მაშინაც ბორენკა დარაგოი იყო და ახლაც ბორენკა დარაგოია. მაშინაც “ოცნება” ზეობდა და ახლაც “ოცნებაა”.

მაშინ უკვე რუსები დაპატრონებოდნენ ქვეყანას და ახლა ჯერ ისევ რუსები გვაზიან თავზე…

ამიტომ უნდა იფიქრო კაცმა, სანამ სამშობლოს ოქროს ზოდებში ან ვითომ პენსიონერი მამის მიერ დაქირავებულ ჩარტერებში გაცვლი… ნუ, კაცმა რა – ქოცმაც კი“, – წერს ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში.