დეკანოზი თამაზ ლომიძე:
,,ყოველ წელს 21 დეკემბერს არის ყველაზე გრძელი ღამე. 22 დეკემბერიდან დღე იწყებს მატებას და ღამე კლებას. 3 დღის შემდეგ კი ანუ 25 დეკემბერს დანამდვილებით ვიცით, რომ ღამე დამარცხდა და ამიერიდან დღის მატებას ვერაფერი შეაჩერებს, ნათელი იზრდება და ბნელი იკლებს, სინათლე იმარჯვებს და სიბნელე მარცხდება, მალე მაცოცხლებელი გაზაფხულიც მოვა. ღმერთის მიერ შექმნილი სამყარო თავად გვანიშნებს, როდის უნდა ვიზეიმოთ ქრისტეს შობა. ამიტომაც ეკლესიამ უძველესი დროიდან 25 დეკემბერს ანუ სინათლის გამარჯვების დღეს დაადგინა ქრისტეს შობის ზეიმი.”
თეგები: დეკანოზი თამაზ ლომიძე