“ამომრჩევლის ბაზების გასუფთავება დაიწყეს არჩევნებისთვის!” – ეკა ბუჩუკური

1 week ago 9

3

ჟურნალისტი, ეკა ბუჩუკური:

ამომრჩევლის ბაზების გასუფთავება დაიწყეს არჩევნებისთვის!!!!

ორი დღის წინ, იუსტიციის სახლიდან დამირეკეს. დედაჩემის პირადი მონაცემები მითხრეს და პრეტენზიული ტონით მკითხეს- 2013 წლიდან, ახალი პირადობით რატომ არ სარგებლობდა?

– 2007 წელს გარდაიცვალა და როგორ უნდა გამოეცვალა პირადობა?

– არსად რომ არ ფიქსირდება რომ გარდაცვლილია?- არ ჩერდება იქიდან და 18 წლის წინ გარდაცვლილზე, მირჩევს საქმეს.

– 2007 წელს,ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. ავიღე გარდაცვალების მოწმობა რესპუბლიკურში.ისე ვინ დამასაფლავებინებდა? მერე თვის ბოლომდე ჩავხსენი საპენსიო აღრიცხვიდან და ჩავაბარე გარდაცვალების მოწმობის ასლი. ნუ, ადრე ასე იყო. -არქივებში ნახეთ?,- ვეკითხები.

– არა.

არც უფიქრიათ მოძებნა, პირდაპირ დარეკეს.

– გამოითხოვეთ არქივებიდან მონაცემები?

– არა.

– ანუ, 18 წელი მის პენსიას მე ვიღებდი- მეთქი? ამას მეუბნებით, სერიოზულად- თქო?

ქვა რომ დახვდა აქეთა მხრიდან, ბოლოს მითხრა- სახლში მოვა კურიერი, მოგიტანთ განცხადებას, ორ მოწმეს დაამოწმებინეთ, რომ გარდაცვლილია და მორჩებაო.

– ანუ, მე უნდა გიმტკიცოთ, რომ დედაჩემი 18 წლის წინ გარდაცვლილია და ეხლა გაგახსენდათ- მეთქი? 2013 წლიდან ან პენსია არ აუღია, ან სამედიცინო მომსახურება დასჭირვებია? არ უნდა იფიქროთ?

-სახლში არ მობრძანდებით,მე თვითონ მოგაკითხავთ- მეთქი.

ამათი სიდებილე და არაპროფესიონალიზმი იქით იყოს და

ბაზებს რისთვის ასუფთავებენ? ყველაზე მეტად, მათ აწყობთ მკვდარი სულები, არა?

სრულად წაკითხვა