WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 33 წლის კაცი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ბრალდებულის პირადი და დროებით საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით – ერთ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი” ნივთმტკიცებად ამოიღო.

უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისათვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.