სსრკ-ს ნაკრებისა და მოსკოვის სპარტაკის ლეგენდარულმა მეკარემ ანზორ კავაზაშვილმა RB Sport-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, 2025 წელს რუსეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩის მოწყობა.
„გადადგით მშვიდობიანი და აუცილებელი ნაბიჯი კეთილმეზობლური ურთიერთობების გასაძლიერებლად. ჩვენ ერთიანები ვართ მე-18 საუკუნის დასაწყისიდან, როდესაც ერთობლივად გადავწყვიტეთ ტერიტორიული საკითხები და გავაფართოვეთ საქართველოს საზღვრები!” – განაცხადა სპარტაკისა და ტორპედოს ყოფილმა მეკარემ ინტერვიუში.
როგორც gazeta.ru წერს, ყოფილ ფეხბურთელებს – თბილისის მერ კახა კალაძეს და პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს უკვე გაუგზავნეს წერილი აღნიშნული შეთავაზებით.