პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი ეკა ბესელიას განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ამბობდა, ლევან ხაბეიშვილის მონახულება ვერ შეძლო, ჯვრის მოხსნა მოსთხოვეს:
,,სანამ ლევან ხაბეიშვილს დაამუნათებდეთ და აჭორავდებოდეთ როგორ და რატომ მოითხოვა ეკა ბესელიასთან შეხვედრა (ეს მხოლოდ თვითონ იცის), ეგებ ღრმადმორწმუნე ბესელიასთვის გეკითხათ, ჯვრის მოხსნა მოითხოვეს, არ მოვიხსენი და ამიტომ არ შემიშვესო, ასე რომ ამბობს – სხვებთან როგორ შედის ციხეში – ჯვრით? ამხელა სტაჟის მქონე იურისტმა არ იცის რომ ციხეში არც ჯვრით, არც სამკაულით შესვლა არ შეიძლება და ყველაფერს გატოვებინებენ? გული არ გერევათ ამდენ სიყალბეზე?! მე კი, თან დიდი ხანია…” – წერს ირინა სარიშვილი