სასამართლოს მიერ გიორგი ახობაძის გამართლების ფაქტს კონკრეტული შეფასება-ვარაუდებით ეხმაურება “ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე:
“ან ბიძინა გაემიჯნა და კობახიძე-მდინარაძეს ბოლომდე შეატოვა პასუხისმგებლობა ამ საგიჟეთზე, ან სასამართლო სისტემა აბუნტდა (სანქციებიდან დაუცველობის გამო) და კლანჭები გამოაჩინა!
P.s. ნარკოტიკის ჩადების ფაქტზე პრეცენდენტი ჩემი შვილის საქმემ შექმნა, ორი პოლიციელის ჩვენება დანაშაულის დასტური აღარაა (საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაა)“, – წერს ელისო კილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.
კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება