WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ირანის ელჩი, ალი მოჯანი ამბობს, რომ მის მიერ გამოქვეყნებული რუკა, რომელზედაც აღმოსავლეთ საქართველო არ ჩანდა, არასწორად იყო აღქმული და ან შეგნებულად სურდათ სკანდალის შექმნა.

ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ არაერთხელ დააფიქსირა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ახლა როდესაც ტურიზმისთვის რაღაც საზღვრები იკეტება, შავიზღვისპირეთი არის ძალიან ვრცელი რეგიონი , შესაბამისად ეს ტურიზმი მაინც განვითარდება, და რაც შეეხება რუკას, რუკაზე მე ავსახე არა დავუშვათ რომელიმე კონკრეტული ქვეყანა, არამედ შავი ზღვა, ყველა ქვეყანა მთლიანად ვერ გამოჩნდება. ახალი ადგილები და ახალი მეგობრები ძალიან განსხვავებულო ცნებაა, ასე რომ თქვენ როცა ახალ ადგილებს ახალ მეგობრებს მიუსადაგებთ ან შეგნებულად გინდათ რაღაც სკანდალის შექმნა ან კიდევ რაღაც არასწორად გესმით. ეს არ იყო მუქარა, – განაცხადა მოჯანმა.

ცნობისთვის, სექტემბერში, საქართველოში ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი საქართველოს მიერ ირანული ავიაკომპანიების მიმართ აშშ-ის სანქციების დაცვის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და მიანიშნა, რომ ირანელი ტურისტებისთვის საქართველო ერთადერთი შესაძლო მიმართულება არ არის.

მოჯანმა პოსტს შავი ზღვის რუკაც დაურთო, რომელზეც აღმოსავლეთ საქართველო არ ჩანს. რუკა ირანის საელჩოს გვერდმაც გააზიარა, რასაც საქართველოს მოქალაქეთა უკმაყოფილება მოჰყვა.