ანასტასია იზორია იუნესკოს რჩეულია

1 month ago 19

პირველად საქართველოს ისტორიაში – ანასტასია იზორია და მისი ნამუშევარი იუნესკოს საერთაშორისო პროექტ “THE PLANET OF ART 2024” გამარჯვებული გახდა. საქართველოდან პირველად გაიმარჯვა 2-მა ნამუშევარმა. ფინალისტებისა და გამარჯვებულების ნამუშევრების გამოფენა ყაზახეთში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 34-მა ქვეყანამ მიიღო.
UNESCO-სა და საქართველოს კულტურის სამინისტროს დაფინანსებით გამარჯვებული 2 მოსწავლე 4 დღით მიიწვიეს ყაზახეთში, სადაც ჩაუტარდათ საინტერესო მასტერკლასები და ექსკურსიები. გამარჯვებულებს დიპლომები და კონკურსის ფინალისტების ნამუშევრების ალბომები გადაეცათ. 83 გამარჯვებული მონაწილის ნამუშევრებიდან შერჩეული 40 საუკეთესო ნამუშევარი, მათ შორის ანასტასიას ნამუშევარი, 12 ნოემბერს პარიზში გამოიფინა.

პროექტი ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანებს თავიანთი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებაში ეხმარება .

სრულად წაკითხვა