Wildberries sign (in Georgian) in the Tbilisi street. Photo: Gvantsa Lomaia/Civil.geეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC) 17 ნოემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნა, რომ რუსული კომპანია Wildberries-ის ქართულმა ოპერატორმა საქართველოში 19 ჰექტარზე მეტი სახელმწიფო მიწა შეიძინა და, შესაძლოა, კომპანია თბილისში ტაქსის სერვისის ამოქმედებისთვისაც ემზადება.
16 ნოემბერს ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ Wildberries-ის დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, ტატიანა კიმს სანქციები დაუწეროს. ბრიუსელის შეფასებით, კომპანია რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი გადასახადის გადამხდელია და რუს სამხედროებს აღჭურვილობის შეძენას უადვილებს. ზაფხულიდან მოყოლებული, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, უკრაინული საჰაერო დარტყმების სამიზნე Wildberries-ის საწყობებიც გახდა. კიევის განცხადებით, სწორედ ამ საწყობებიდან მარაგდებოდა რუსული არმია.
EPRC-ის კვლევის თანახმად, Wildberries-ის ქართული ოპერატორი კომპანია – Transcom Group – ამჟამად სერგი თვალჭრელიძის საკუთრებაშია და მის მართვასაც ის ახორციელებს. თვალჭრელიძემ 2025 წელს „ქართულ ოცნებას“ 30 000 ლარი შესწირა. მას ასევე ბიზნესკავშირები ჰქონდა „ქართული ოცნების“ დეპუტატ გიორგი ბარვენაშვილთან.
This post is also available in:
Read Next
16/11/2026 - 12:47
მოსკოვმა რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებებში რუსეთის წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გალუზინი დანიშნა
10/11/2026 - 12:40
დონეცკის სასამართლომ უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის საქართველოს მოქალაქე გურამ ჭიჭინაძეს 12.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა
09/11/2026 - 18:04
შოიგუ აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2024 წელს „სახელმწიფო გადატრიალება“ აღკვეთა, და „3+3“ პლატფორმის განახლებისკენ მოუწოდებს
09/11/2026 - 14:14
რუსეთის „როსსელხოზნადზორის“ დელეგაციამ საქართველოში ვიზიტი დაასრულა
05/11/2026 - 16:34
რუსეთმა ელენე ხოშტარიას პარტია „დროა“ „არასასურველ“ ორგანიზაციად გამოაცხადა
21/10/2026 - 16:17
civil ახალი ამბები